აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დოკუმენტური ფილმის „პრინცი ნიკოლას ჩხოტუა“ ჩვენებას დაესწრო.
ღონისძიებაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფილმის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული სერიალი „ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიები“, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება, მკვლევარ ნატო მარშანიას, წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ მიხედვით არის შექმნილი, სადაც გადმოცემულია საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ფაქტები და მოვლენები აფხაზი არისტოკრატების ოჯახებსა და მათ შთამომავლებზე (შერვაშიძეები, ემუხვარები, მარშანიები, ანჩაბაძეები, მარღანიები, ჩხოტუები).
პროექტი 2022 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ურთიერთთანამშრომლობით დაიწყო.









