აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სააღდგომო ნობათების გადაცემა გრძელდება.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ქალაქ ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც დევნილი მოქალაქეების საჭიროებებს პირადად გაეცნო და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე.
 
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ნობათები აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა.