აფხაფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცათ.

ნობათების გადაცემა ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას სადღესასწაულო დღეებში.

წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სააღდგომო ნობათები გადაეცათ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, პირადად მოინახულა დევნილი ოჯახები და მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ნობათების დარიგების პროცესში ასევე, ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ვესტუმრეთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მივულოცეთ და სასურსათო ნობათები გადავეცით.

საოცრად თბილი და ემოციებით სავსე იყო, ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ თანამოქალაქეებთან შეხვედრა, მათთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პირადად მილოცვა და მოხარული ვარ, რომ შევძელით მათი სადღესასწაულო განწყობის შექმნაში მონაწილეობის მიღება.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.