2026-06-08 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭებათ ავტორებს, რომელთა შემოქმედება გამოირჩევა მაღალი პროფესიული და მხატვრული ღირებულებით, ეროვნული მნიშვნელობითა და ჰუმანიზმის, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის იდეალებით.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილი გამორჩეული ნაშრომები და შემოქმედებითი მიღწევები.
გამარჯვებულებს მიენიჭებათ გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და გადაეცემათ შესაბამისი დიპლომი. კონკურსის ფარგლებში გაიცემა არაუმეტეს ოთხი პრემია, თითოეული 4 000 ლარის ოდენობით.
კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები, აგრეთვე სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე.
განაცხადები მიიღება 1 აგვისტომდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68
ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.
