2026-06-26 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
თენგიზ ნასარიძე ქალაქ ქუთაისში, გასტრონომიულ ფესტივალს „გემოფესტი 2026“ დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ქუთაისში, გასტრონომიულ ფესტივალს „გემოფესტი 2026“ დაესწრო.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები და მათი მრავალფეროვანი პროდუქცია წარადგინა. მინისტრმა მონაწილეთა სტენდები დაათვალიერა და მეწარმეების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო.
ღონისძიებას იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გასტრონომიული ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
