2026-06-28 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მანონა გეჯუა და დავით მიქავა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის გამართულ უფასო კარდიოლოგიურ აქციას დაესწრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის გამართულ უფასო კარდიოლოგიურ აქციას დაესწრნენ.
ბენეფიციარებს ჩაუტარდათ კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), ექოკარდიოსკოპია, ასევე სისხლში გლუკოზისა და საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ.
დევნილი მოსახლეობისთვის სხვადასხვა პროფილის უფასო სამედიცინო აქციები რეგულარულად იმართება და აღნიშნული ღონისძიებაც ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.




