1 ივლისიდან აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწყება

1 ივლისიდან აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწყება.
 
სტიპენდია ენიჭებათ ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
 
კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები, აგრეთვე სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.
 
განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
 
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
 
მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68
 
ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.