ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია დაესწრნენ.
ასპარეზობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრება 11 წონით კატეგორიაში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ,
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ, აფხაზეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ედილაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემ გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ ღონისძიებაში ჩართული 100-მდე სპორტსმენი, ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, 10 დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში ემზადებოდა.
ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, აგრეთვე აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.





