აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში 9 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

საკონკურსო კომისიამ, დასკვნით სხდომაზე, წარმოდგენილი 25 განაცხადების განხილვის პროცესი დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა და წარმოდგენილი პროექტების განხილვასა და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას მოიცავდა.
 
კონკურსის მიზანია აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად არსებული სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერა და გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.
 
გამარჯვებული პროექტები სამოქალაქო ინტეგრაციის, ახალგაზრდების ჩართულობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.