აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგის ძაძამია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, სწავლის პირველ დღეს აფხაზეთის N11 საჯარო სკოლას ეწვია.

მინისტრმა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა; პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა და მათი ცხოვრების სრულიად ახალ და საინტერესო გზაზე წარმატება უსურვა.

როგორც გიორგი ძაძამიამ აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის, მათ შორის დევნილი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ახალი ინიციატივებისა და პროგრამების შემუშავება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

დღესვე, აფხაზეთის N2 და N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გური ბაქრაძემ მიულოცა.

2026-2027 სასწავლო წელს აფხაზეთის 13 საჯარო სკოლაში პირველი ზარი 143 პირველკლასელისთვის დაირეკა.