ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მინისტრის პირველ მოადგილე გური ბაქრაძესთან ერთად, ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობითა და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მონაწილეობით გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო.
ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო აღნიშვნის ფარგლებში, კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.
საღამო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში შედგა და მასში მონაწილეობა მიიღეს საფესტივალო ორკესტრმა, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, მოწვეულმა უცხოელმა მუსიკოსებმა და გუნდებმა; შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი სოლ მაჟორი, აგრეთვე ზვიად ბოლქვაძის მონოლოგი, სოლისტი ანდრია ბოლქვაძე.
კონცერტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
