გიორგი ძაძამია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა განათლებული და წარმატებული ახალგაზრდების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების პროცესში, ბაკალავრებსა და მაგისტრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თეონა ხუფენიამ მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტები მოწვეული სტუმრების წინაშე საზეიმოდ, მანტიებსა და აკადემიურ ქუდებში წარდგნენ, დასასრულს კი წარჩინებული ახალგაზრდები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გამოსაშვებ საღამოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დათო კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, უნივერსიტეტის პროფესორები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.