სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის გლდანის ფილიალში აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ და კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის გლდანის ფილიალში აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
 
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კავკასიის მედიცინის ცენტრის სხვადასხვა პროფილის წამყვანი ექიმების კონსულტაცია, მათ შორის კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, ანგიოლოგიის, ურგენტული ქირურგიის, პროქტოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულებით.
 
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და „სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, მათ ექიმებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრისას დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია სკრინინგის მიმდინარეობის, მოქალაქეების საჭიროებებისა და სამედიცინო მომსახურების შემდგომი მართვის შესაძლებლობების შესახებ.
 
დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სკრინინგი „სამედიცინო ცენტრ აფხაზეთისა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.