დევნილთა დასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის №11-ში მდებარე დევნილთა დასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო.
 
აქციაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მათ დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე ნერგები დარგეს, რითაც დასახლების გამწვანებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანეს.
 
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მწვანე სივრცეების გაფართოებას, გარემოზე ზრუნვასა და მოსახლეობისთვის უფრო ჯანსაღი და სასიამოვნო საცხოვრებელი გარემოს შექმნას