აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის მუსიკალურმა სასწავლებელმა კონცერტი გამართა

თბილისის კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში, სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე ქართველი და აფხაზი კომპოზიტორების, ასევე ფ. შოპენის, რ.შუმანის და ე.გრიგის კლასიკური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი  და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.

კონფლიქტის შემდგომ, სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი თბილისში ხელახლა დაარსდა.