აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილი 37 მოსწავლე ქობულეთში გაემგზავრა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით პროექტის - "სამშვიდობო ბანაკი - ვაშენოთ სოფელი" ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 37 მოსწავლე ქობულეთში გაემგზავრა.

მოსწავლეები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ ავლაბრის მოედნიდან პირადად გააცილა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად ახორცილებს პროექტს ,,სამშვიდობო ბანაკი", რომელიც ახალგაზრდებში სამშვიდობო ხედვებისა და ინიციატივების განვითარებას ემსახურება.
აღნიშნული პროგრამა საქართველოში პოლონეთის მალოპოლსკას საგანმანათლებლო საზოგადებასთან თანამშრომლობით პირველად ხორციელდება. მოსწავლეთა ტრანსპორტირებას პროექტის პარტნიორი ,,თიბისი ბანკი'' უზრუნველყოფს.