აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აშკარად გამოიკვეთა აფხაზეთის მარიონეტული დე-ფაქტო მთავრობის მხრიდან რუსეთის ინტერესებზე მორგებული ქმედებების გააქტიურება, რაც აშკარად მიუთითებს მოსკოვის პირდაპირი მმართველობის დამყარებაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

აფხაზეთის მთავრობის უკანონო ქმედებების ბოლოდროინდელი გააქტიურება არ არის უნებლიე დამთხვევა, ოჩამჩირე-ენგურის ხიდის რკინიგზის მონაკვეთის აღსადგენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარების 500 კაციანი კონტინგენტისა და 50 სამხედრო ტექნიკის შემოყვანასთან, რომლის ძირითადი მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფილი და ახალი რუსული სამხედრო ბაზების მშნებელობა-აღჭურვაა. ყველაფერი ეს ერთობიობაში გახლავთ რუსეთის  მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რისი შემსრულებელიც კრემლის ბრმა იარაღად ქცეული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობა ხდება, რაც ძალზედ სახიფათოა როგორც რეგიონში არსებული მყიფე მშვიდობისთვის, ისე აფხაზი ხალხის მომავლისთვის.

დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მიერ წარმოებულ დესტრუქციულ ქმედებებს და მიიღებს ადეკვატურ ზომებს ამ პროცესების შესაჩერებლად.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი