აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მინი ფეხბურთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს შორის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მინი ფეხბურთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს შორის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სძლია. მესამე საპრიზო ადგილი აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტმა მოიპოვა, რომელმაც აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი დაამარცხა.

პირველ ადგილზე გასული გუნდი დიპლომებით, მედლებითა და თასით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მეორე ადგილზე გასული გუნდი აფხაზეთის განთლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა დააჯილდოვეს. მესამე ადგილზე გასულ გუნდს პრიზები აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა გადასცეს.

ტურნირი ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, გოგიჩაიშვილის სახელობის პარკის სპორტკომპლექსში მიმდინარეობდა.