აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისის“, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთის ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

გამოფენის პარალელურად გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილ შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად მონაწილეობდნენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ტარიელ ხარხელაური, მამუკა შამათავა, ნინო ბაშარული, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ დოიჯაშვილი, ია მაისაია. ასევე ახალგაზრდა პოეტები და მომღერლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.