აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სენაკში საცხენოსნო შეჯიბრი „მარულა 2016“ გაიმართა

სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაია,  საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ასევე წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა.