აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ბულაჩაურში დევნილი ახალგაზრდებისათვის ეკო-ბანაკი მოეწყო

ბულაჩაურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ CENN-ის თანმშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ეკო-ბანაკი მოეწყო, რომელიც 27 ივნისიდან 6 ივლისამდე გაგრძელდება. ასევე, ეკო-ბანაკში  ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები მოზარდები დაისვენებენ.

საგანმანათლებლო ბანაკის პერიოდში მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში, ინტერაქტიულ სემინარებსა და საველე გასვლებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

ეკო-ბანაკის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და ბესიკ ოდიშარია, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გუთიაშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთში CENN-ის კოორდინატორი და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.