აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა

ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას ნაშრომის „სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამები და ახალგაზრდობის როლი ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ჯემალ გახოკიძის ნაშრომის „გზა, რომელმაც არ მიგვიყვანა სამართლებრივ სახელმწიფომდე" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ წარმოდგენილი ნაშრომების ირგვლივ დისკუსია წარიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ფილოსოფიის დოქტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, კონფლიქტოლოგები და სტუდენტები.