აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ბათუმის მერიაში გიორგი ერმაკოვისა და ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია და მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), სკოლა „გორდა"-ს დირექტორი ნინო მურვანიძე და „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე ესწრებოდნენ.