აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში გიორგი ყანჩელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში კომპოზიტორ გიორგი ყანჩელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების მაია ცაავასა და ირმა მორალიშვილის კლასის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს გია ყანჩელის მუსიკა კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის დეპუტატები, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.