აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილებს სიმინდის მოსავლის აღებაში დაეხმარნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გილიგაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ სიმინდის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.

მიწის დამუშავებას დევნილები ახორციელებენ და მოწეული მოსავალიც დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა.

მიწის ნაკვეთი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სარგელობის უფლებით გადმოეცა.