აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერის, მუსიკოლოგ სვეტლანა ქეცბას წიგნის „გულის სახსოვარი" პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თავმოყრილია ავტორის სტატიები, გამოსვლები და მოგონებები აფხაზეთის შესახებ 1993 წლიდან დღემდე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები.