აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
ვახტანგ ყოლბაია წარმატებული ქალების დაჯილდოებას დაესწრო

ორგანიზაცია „მე დავბრუნდების" ინიციატივითა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, „GARDEN HALL"-ში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, თბილისის საკრებულოს წევრები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება უკვე მეორე წელია იმართება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წარმატებული ქალბატონების დამსახურების წარმოჩენას ემსახურება.