აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა

ქუთაისში, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ვახტანგ ყოლბაიამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, აფხაზეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე თამაზ ინალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ომის ვეტერანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება გაიმართა.

ჩვენების შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს, მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნიმომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების შესახებ ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აგრეთვე ბათუმში იმყოფებოდა, სადაც დევნილ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს საჩუქრად წიგნიმომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბადრი კობალაძე ესწრებოდნენ.