აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირ „სამშობლოს“ მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირ „სამშობლოს" მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად გაიმართა.

ღონისძიებას უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და სხვა მოწვეულმა სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც ქართული, უკრაინული და ბელორუსული სიმღერები შესრულდა.