აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აკია ბარბაქაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა კობალაძე.

მოგვიანებით უწყებების ხელმძღვანელებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს დიღმის საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 24 წელი გავიდა.

გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთებისნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომპოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველიდარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლისშედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციებიშეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.