აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურებთან შეხვედრები გამართა


ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს  ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრებზე სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებმა გაწეულ საქმიანობაზე, განხორციელებულ პროექტებზე, სტრუქტურების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებლობის ფარგლებში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქმიანობის გააქტიურებას.

განიხილეს განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროექტები და ხაზი გაესვა მცენარეთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად აგროტექნიკური, შეწამვლითი და მეცხოველეობაში ინვაზიური სამუშაოების დროულად ჩატარებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებისას უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის აუცილებლობას.

შეხვედრებზე ისაუბრეს დევნილი და გამყოფ ხაზზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაზე საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით.