აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართება

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 4-დან 10-წლამდე აფხაზეთიდან დევნილი 1000-მდე მოზარდისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართება.

ღონისძიებას, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი შვილთან ერთად დაესწრება.

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა" მსახიობები კოსტუმირებულ საახალწლო ზღაპარს „ახალი წელი მზიანეთში" წარმოადგენენ. საახალწლო ზეიმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „აფხაზეთი" და აფხაზეთის სახელოვნებო სკოლები.

აფხაზეთის მთავრობა  ყველა ბავშვს სამახსოვრო საჩუქარსა და ტკბილეულს გადასცემს.