აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის მთავრობამ 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შეტევის მოგერიების თარიღი გმირთა მოედანთან აღნიშნა. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

1993 წლის 15-16 მარტს მოწინაღმდეგემ სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ღირსეულად მოიგერია და პოზიციები გაიმაგრა. „ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს დღე და პატივი მივაგოთ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. სწორედ ამ სახელოვანი გმირების მაგალითზე უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა,"- განაცხადა თამაზ კვარაცხელიამ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტმა გმირთა მემორიალთან აფხაზეთში განხორცილებული ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ამსახველი ფოტოების გამოფენა ,,ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ" მოაწყო.