აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვები ფილმის ,,გაღმა ნაპირის” კინოჩვენებას დაესწრნენ

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით კინოთეატრ ,,რუსთაველში ‘' აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის ფილმის ,,გაღმა ნაპირის" კინოჩვენება მოეწყო. ფილმის ჩვენებას აფხაზი ბავშვები პირველად დაესწრნენ.

საქველმოქმედო აქციაში  100- მდე დევნილმა მოზარდმა  მიიღო მონაწილეობა. ბავშვებისათვის კინოჩვენება კინოთეატრ ,,რუსთაველისა'' და ფილმის რეჟისორის გიორგი ოვაშვილის მხარდაჭერით ჩატარდა.