აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, მოქმედი საშტატო ნუსხის შესაბამისად, ვაკანტურია მთავარი ბუღალტრის თანამდებობა, რომელსაც მინიჭებული აქვს მე-III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად, დაინტერესებულმა პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა, გთხოვთ, 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადით მიმართოთ ადმინისტრაციულ განყოფილებას.
 
                         
                             
                             
                             
                             
                             
                             
                            