აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

2017 წლის 28 დეკემბერს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით,  აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროში, მოძრაობა ,, ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’-ს ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებზე: აფხაზეთის ომის მეორე ჯგუფის ინვალიდებზე, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე, 4 და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე, 90 წელს გადაცილებულებზე და ბავშვობიდან ინვალიდებზე საახალწლო საჩუქრები დარიგდა. საახალწლო-საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და ამავე უწყების თანამშრომლებმა.