აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლებში 2017 წლის პირველ ექვს თვეში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით, იძულებით გადაადგილებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მცირე სარემონტო სამუშაოების დაფინანსების პროგრამა წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 2017 წელს 29 400 ლარი შეადგინა.
2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით:
სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის შესაბამისმა კომისიამ განიხილა და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 6 ობიექტში ჩაატარა მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ:
ა) ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, კოლექტიურ ჩასახლება „რესტორან“-ში მოხდა შენობის ნაწილობრივი გადახურვა, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 495 ლარი.
ბ) ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ყოფილი „ბაგა-ბაღის“ შენობაში მოხდა საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 420 ლარი.
გ) ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ყოფილი „საწარმოო კომბინატში“ პირველ კვარტალში მოხდა სახურავის ნაწილობრივ გამოცვლა (60 კვ.მ.), სამუშაოების ღირეულებამ შეადგინა 535 ლარი. სახურავის დარჩენილი ნაწილის გამოცვლა მოხდა მეორე კვარტალში, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 263 ლარი.
დ) ქ. ზუგდიდის მექაღალდეთა ქუჩა №26-ში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის „ვექტორის“ შენობაში მოხდა ქარიშხლის შედეგად დაზიანებული კარ-ფანჯრისა და სახურავის გამოცვლა, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 745 ლარი.
ე) ქ. ზუგდიდის კოსტავას ქუჩა №30-ში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის „რაიონული საავადმყოფოს“ შენობაში მოხდა 30 ტონიანი წყლის ავზის დამონტაჟება, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინდა 795 ლარი.
ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში მოხდა ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავის გამოცვლა, სამუშაოების ღრებულებამ შეადგინა 260 ლარი.
იმერეთის წარმომადგენლობის შესაბამისმა კომისიამ განიხილა და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 6 ობიექტში ჩაატარა მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ:
ა) ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა №41-ში, ყოფილი აეროპორტის ადმინისტრაციის შენობაში, მე-4 სართულზე ალაგ-ალაგ ჩამონგრეული იყო აივანი. მოხდა აღნიშნული აივნის (3,72 კვ.მ.) რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 793,80 ლარი.
ბ) ქ. ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩა №27-ში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ბაგა-ბაღში მოხდა არსებული გატეხილი წყლის რეზერვუარის დემონტაჟი და ახალი ავზის მონტაჟი, არსებული წყლის რეზერვუარის დსადგამის დემონტაჟი და ახალი დასადგამის მონტაჟი, აღნიშნული სამუშაოების ღრებულებამ შადგინა 797,68 ლარი.
გ) ქ. წყალტუბოში, წითლანაძის ქუჩა №2-ში მდებარე დევნილთა ჩასახლება სანატორიუმ „სამგურალში“ საჭირო იყო ახალი საკანალიზაციო მილების მონტაჟი. შეძენილ იქნა შემდეგი სამშენებლო მასალები: მილი (100*3 მმ) – 8 ცალი, მილი (100*1 მმ) – 4 ცალი, ქურო 100 (მმ) – 4 ცალი, მუხლი 100 (მმ) – 4 ცალი, სილიკონი – 1 ცალი.
აღნიშნული სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა 792,40 ლარით.
დ) ქ. თერჯოლაში, შ.რუსთაველის ქუჩა №69-ში დევნილთა კომპატქურ ჩასახლება ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარდაფში წვიმის დროს გროვდებოდა ნაწვიმარი წყალი, რის გამოც საჭირო გახდა წყლის ტუმბოს დამონტაჟება. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 487,27 ლარი.
ე) ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №26-ში, ყოფილი ნიკეას მუნიციპალიტეტის შენობაში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის სარდაფიდან ფეკალური მასის ამოტუმბვა-გატანისა და საკანალიზაციო ჭის შეკეთების დასაფინანსებლად გამოყოფილი იქნა 450 ლარი.
ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის დიდი ჯიხაიშის თემის აგრარული ტექნიკუმის საერთო საცხოვრებლის, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის ფოიეს ფანჯრებში მინის ჩასმის მომსახურეობის დასაფინანსებლად გამოყოფილი იქნა 426,80 ლარი.
აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის შესაბამისმა კომისიამ განიხილა და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 5 ობიექტში ჩაატარა მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ:
ა) ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის ქუჩა №3-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ამხანაგობა „აფხაზეთში“ მოხდა კიბის უჯრედში ხის ფანჯრის ჩასმა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი, რისთვისაც გამოიყო 500 ლარი.
ბ) ქ. თბილისში, გელოვანის ქუჩა №4-ში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება „ტურიზმის მრავალდარგოვან კოლეჯში“ მოხდა ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შცვლა, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 750 ლარი.
გ) ქ. ხაშურში, ლომოურის ქუჩა II ჩიხი, №31-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა კიბის უჯრედში 2 ხის ფანჯრის გამოცვლა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟება, რისთისაც გამოყოფილ იქნა 400 ლარი.
დ) ქ. თბილისში, გლდანის I მ/რ-ის კ. 2 „ბ“-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მოხდა სახურავის წყალსაწრეტი მილებისა და ღარების მონტაჟი, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 794,08 ლარი.
ე) ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ-ის კ. 10 „ა“-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მოხდა დაზიანებული სახურავის წყალსაწრეტი მილების დემონტაჟი/მონტაჟი.