აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით მიქავამ და გიორგი ბულისკერიამ და წამომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა გიორგი კოკაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართეს. შეხვედრაზე აგრეთვე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და განიხილეს კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებაში დახმარების გზები.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ წარმოადგინა უწყების მიერ 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.