აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი.


საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: ამირან ზუხბაია, მურად ანჯაფარიძე, გოდერძი შურღაია, ლევან ცაგურია, ამირან ბიწაძე, ავთო გახოკიძე, ლია ქაჯაია, ირმა ხეცურიანი, ნათია ფრუიძე, ანა მაისურაძე და ირაკლი ცხოვრებაშვილი და სხვ.


აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ სპორტსმენებსა და სპორტის მუშაკებს სიგელები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარმემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილმა. დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანი სპორტსმენები.


დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2016 წლის ქვეპროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება“ ფარგლებში მოეწყო.