აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ „ქართლში" კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, უფასო ექოსკოპიური, ექო-კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები 800-მდე დევნილმა გაიარა. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა გლუკომეტრის აპარატი საჩუქრად მიიღეს. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში შპს „აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა თბილისის პოლიკლინიკის" ექიმები ატარებდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით უფასო სამედიცინო გამოკვლევები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სისტემატიურად ხორციელდება.