აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ და გიორგი ბულისკერიამ მთავრობის წევრებთან და დევნილ საზოგადოებასთან ერთად გმირთა მემორიალზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.