აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ქ. რუსთავში დევნილების უფასო სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას კ. კუჭუხიძე დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებმა უფასოდ მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები, ასევე C ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

სპეციალისტებს შორის იყვნენ კლინიკა „ღია გულის“, რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრისა და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი ესწრებოდნენ.