აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2019 წლის 29 ნოემბერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორთან, ქალბატონ ნანუკა ჯანელიძესთან, თემაზე: "კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო მსჯავრდებისათვის საქართველოში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა".
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის (მრჩეველი) კოორდინატორი თეიმურაზ ჯაბუა.
მოწვეული სტუმრების მხრიდან თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრა მაღალ დონეზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.