აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ცხადდება კონკურსი დევნილი მოზარდებისათვის საახალწლო-საბავშვო წარმოდგენის მოწყობის მსურველი იურიდიული პირის გამოსავლენად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ქვეპროგრამის „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის“ ფარგლებში, ქ. თბილისში  ყოველწლიურად, ტრადიციულად მართავს საახალწლო წარმოდგენას. წლეულს კი აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, ის გაიმართება ქ. ზუგდიდში, სადაც მრავალი დევნილი ოჯახია დასახლებული, რათა კიდევ უფრო მეტმა დევნილმა მოზარდმა მიიღოს საახალწლო საჩუქარი და მხიარულად შეეგებოს ახალ წელს.

კერძოდ, დაგეგმილია: დევნილი მოზარდებისთვის საახალწლო-საბავშვო წარმოდგენის გამართვა ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში, „დიმიტრი ჯაიანის სახელობის“ დარბაზში, 28-29 დეკემბერს,  დღეში 2-ჯერ 14:00 სთ. და 16:00 საათზე და ქ. ზუგდიდში მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში 11 იანვარს, დღეში 2-ჯერ, 12:00 და 14:00 საათზე.

საახალწლო წარმოდგენის გამართვისათვის მიმდინარეობს წარმოდგენის მოწყობის მსურველი იურიდიული პირების განცხადებების მიღება.  განცხადების წარმომდგენმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

  1. 4 დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის საახალწლო განწყობის შემქმნელი სპექტაკლის წარმოდგენა;
  2. სპექტაკლის ჩატარება ქ. თბილისში 28-29 დეკემბერს, დღეში 2-ჯერ, 14:00 და 16:00 საათზე. ასევე ქ. ზუგდიდში 11 იანვარს, დღეში 2-ჯერ 12:00 და 14:00 საათზე.
  3. სპექტაკლის ხანგრძლივობა არანაკლებ 1 საათისა;
  4. მომსახურების გამწევმა პირმა უზრუნველყოს საკონცერტო დარბაზი ხმის აპარატურითა და დამატებითი განათების სისტემით, წარმოდგენის შემდეგ კი მისი დასუფთავება;
  5. ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების სატვირთო მანქანით ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (ქ. ზუგდიდი, ქ. ქუთაისი) 185 ყუთი. ასევე წარმოდგენისათვის საჭირო დეკორაციის ტრანსპორტირება;
  6. წარმოდგენისათვის საჭირო მსახიობებისა და ტექპერსონალის ტრანსპორტირება მიკროავტობუსით;
  7. გამგზავრება 10 იანვარს. პერსონალის და მძღოლების დაბინავებით უზრუნველყოფა;
  8. მოსაწვევის ბეჭდვა (15X11 სმ. 300 გრ. ქაღალდი ფერადი, ცარცის, ცალმხრივი, 1300 ცალი);
  9. საახალწლო წარმოდგენის უზრუნველყოფა თოვლის ბაბუით და მასთან სურათების გადაღებით;
  10. საახალწლო წარმოდგენის მოწყობის მსურველ იურიდიულ პირთა განცხადებები მიიღება  2019  წლის 09 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით.