აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები თბილისის თოჯინების თეატრის სპექტაკლს - ,,სიმბას თავგადასავალი“ დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრის თანამშრომლობის შედეგად, აფხაზეთიდან დევნილი, რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდები, სპექტაკლს - ,,სიმბას თავგადასავალი“ დაესწრნენ.

პროექტს კოორდინაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია უწევდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანადგომისათვის მადლობას უხდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ საბაშვილს, დირექტორს – კონსტანტინე ქარქაშაძესა და იურიდიული სამსახურის უფროსს გიორგი ბოლქვაძეს.