აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამინისტროს 2019 წლის მუშაობის ანგარიშის მოსმენა შედგა

2020 წლის 27 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხად მოსმენილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2019 წლის მუშაობის ანგარიში, რომელიც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ მისაბიშვილმა წარადგინა. გურამ მისაბიშვილმა ისაუბრა სამინისტროს სტრატეგიასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ხაზი გაუსვა დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი გადაწყვეტისათვის დაგეგმილ მიდგომებს.