აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ხანდაზმულ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიკუთვნებულ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.

შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა სურსათი და სააღდგომო ნობათი კომბინატის დასახლებაში განთავსებულ დევნილ ბენეფიციარებს მიუტანეს.

აქციაში აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.