აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2020 წლის 9 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი. ასევე, მთავრობის წევრებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.