აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ერთი სამუშაო დღე ტერიტორიულ ორგანოში

2020 წლის 31 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი სამუშაო დღე ტერიტორიულ ორგანოში“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გურამ მისაბიშვილი გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეულ მუშაობას, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისგან მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

დღის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა სადაც განხილული იქნა რიგი საკითხები, კერძოდ:

  1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების პროცესის მიმდინარეობისა და შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ურთიერთობის შესახებ;
  2. დევნილი მოსახლეობის სოციალური საკითხების შესაწავლისა და ბენეფიციართათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ;
  3. დევნილთა საცხოვრებელი შენობებში მცირეფასიანი და გადაუდებელი და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
  4. ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საქმიანობისა და 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
  5. ტერიტირიული ორგანოს ახალ ოფისში მიმდინარე და დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ.

 

შემაჯამებელ შეხვედრაზე ინფორმაციები წარადგინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა კოტე ბასარიამ, ტერიტორიული ორგნოს ხელმძღვანელის მოადგილე თეიმურაზ ბოკუჩავამ, ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა ბესიკ გეგიამ, სამსახურის უფორისის მოადგილე რამაზ აბლოთიამ, ამავე სამსახურის სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსმა გიორგი რიგვავამ და ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა გელა ბეჭვაიამ.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება და არსებობს მზაობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში დევნილი მოსახლეობისთვის გასვლითი მიღებების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ადგილზე განხორციელდება დევნილებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა.

შეხვედრის ბოლოს გაანალიზდა ზემოთ ხსენებულ სფეროებში გაწეული მუშაობა და დაისახა სამომავლო გეგმები, რის შემდგომაც გურამ მისაბიშვილი გაეცნო ტერიტორიული ორგანოს ოფისში მიმდინარე და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს.