აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები წყალტუბოში, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია წყალტუბო, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლება შედგება 13 კორპუსისაგან. შვიდ კორპუსში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, დანარჩენ ექვსში რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ჯერჯერობით არ შექმნილა.

ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 100 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხის გასაყვანად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ადგილზე მიტანილია არხის გაყვანისათვის საჭირო ბეტონის ნაკეთობები, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა;
მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ გამოიცვალოს ნაგვის ურნები და ურნების განთავსების ადგილი შემოიღობოს, რადგან არსებული მოძველებული და დაზიანებული სანაგვე ურნებიდან ნაგავი ძირს ცვივა. ამის დაამტებითი მიზეზია ასევე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ტერიტორიაზე გადაადგილება. შესაბამისად ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა; ცენტრალური გზიდან ჩასახლებაში შემავალ გზაზე არის გარე განათება, თუმცა დევნილები ითხოვენ, თითოეული კორპუსის წინაც დაიდგას განათების ბოძები; ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არის კოპიტნარის მეორე საჯარო სკოლა, სადაც ჩასახლებაში მცხოვრები სასკოლო ასაკის ბავშვები სწავლობენ. სკოლამდე მიმავალი გზის საფარი დაზიანებულია. მოსახლეობის განცხადებით, პრობლემა ჩასმულია წყალტუბოს მუნიციპალურ პროგრამაში და უახლოეს პერიოდში გზა სავარაუდოდ მოწესრიგდება.
შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.